ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წელს 7,537 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წელთან შედარებით 31%-ით მეტია.

2024 წელს აეროპორტი სულ 59 238 ათას რეისს მოემსახურა, მარშრუტების ქსელმა 80 მიმართულება მოიცვა. ფრენებს 40 ავიაკომპანია ახორციელებდა, მათგან 18 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.

საერთაშორისო ფრენებზე უცხოურმა ავიაკომპანიებმა 3,495 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს, ხოლო აზერბაიჯანის ეროვნული ავიაკომპანია AZAL-ი 2024 წელს 3,314 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ტრანზიტულ მგზავრთა რაოდენობა 2024 წელს 1,3-ჯერ გაიზარდა – 373,4 ათას ადამიანამდე.

აეროპორტის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებში, 2024 წელს განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი: ერთ-ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ასაფრენი ბილიკის სრული რეკონსტრუქციაა, რომლის ფარგლებშიც აშენდა და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 4332 კმ სიგრძის ტაქსებს.

„2025 წელს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი გააგრძელებს განვითარებას მარშრუტების ქსელის გაფართოების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერების მიმართულებით. გარდა ამისა, ყურადღება დაეთმობა ნახშირბადის ემისიების შემცირებას და ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებების დანერგვას“, – აღნიშნავენ ისინი აეროპორტში.