ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე სამგზავრო მატარებელი კურსირებას 2019 წლიდან დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის რკინიგზა ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალ-მარტში Stadler Rail Group-ი რკინიგზას სამგზავრო ვაგონებს მიაწვდის.
„როგორც კი ათი ვაგონი მოგვეწოდება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სამგზავრო გადაზიდვებს დაიწყებს“, აცხადებენ აზერბაიჯანის რკინიგზაში.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს გაეშვა. ამ დროისათვის რკინიგზაზე მხოლოდ სატვირთო შემადგენლობა მოძრაობს.