თურქული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამზარეულოა, რადგან იგი შედგება განსხვავებული და მრავალფეროვანი კერძებისგან. რა თქმა უნდა, გამორჩეულია დესერტიც, რომელიც თურქული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუ ტკბილი, ფხვიერი ნამცხვრების მოყვარული ხართ, უნდა გირჩიოთ თურქული ბაქლავა. ამ უგემრიელეს დესერტს აქვს მდიდარი ისტორია და ძალზედ პოპულარულია თურქეთსა და მთელ მსოფლიოში.
რა არის თურქული ბაქლავა?
თურქული ბაქლავა არის საკონდიტრო ნაწარმის სახეობა და იგი მზადდება თხელი ცომის ფენებისგან, რომელსაც ეწოდება ფილო. ფილო სავსეა დაჭრილი თხილით და ტკბილი სიროფით ან თაფლით. იგი განსაკუთრებულად პოპულარული დესერტია დღესასწაულებსა და მნიშვნელოვან დღეებში.
თურქული ბაქლავას ისტორია
თურქული ბაქლავას ზუსტი წარმომავლობა ნაწილობრივ გაურკვეველია, თუმცა ითვლება, რომ იგი ოსმალეთის იმპერიის სამზარეულოებში იყო წარმოებული და შექმნილი. დროთა განმავლობაში ბაქლავა გავრცელდა ოსმალეთის იმპერიასა და მის ფარგლებს გარეთ და ამითაც ყველამ გაიცნო. თურქეთში ბაქლავას, როგორც წესი, ამზადებენ ფისტათი, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მას ხშირად ამზადებენ ნიგვზით ან ნუშით.
დღეს თურქული ბაქლავა ტურისტების საყვარელ დესერტად ითვლება. თუ გსურთ მისი დაგემოვნება, თურქულ რესტორანსა თუ საცხობში ყოველთვის ნახავთ. ბაქლავას ჩვეულებრივ მიირთმევენ პატარა ნაჭრებად ფინჯან თურქულ ჩაისთან ან ყავასთან ერთად. თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ სახლშიც სცადოთ მისი მომზადება. მისი გამოცხობა უნარებსა და დიდ მოთმინებას მოითხოვს, თუმცა ამად ნამდვილად ღირს. აღსანიშნავია, რომ 17 ნოემბერს ბაქლავას მსოფლიო დღე აღინიშნება.
ბაქლავა – კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლო
ბაქლავა თურქეთის მნიშვნელოვა ეროვნულ დესერტად ითვლება, რომელიც თავისი მრავალრიცხივანი სახეობებით ხაზს უსვამს ქვეყნის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რეგიონში ძირითადად თხილიან ბაქლავას ანიჭებენ უპირატესობას. ასევე მისი შემავსებელია ნიგოზი, ნუში და თხილეული.
უნდა მოგიყვეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ქალაქ გაზიანთეპზეც, რომელიც ცნობილია მრალფეროვანი კულინარიული ტრადიციებით. სწორედ ამ ქალაქში მომზადებულ ბაქლავას ანიჭებენ ხშირად უპირატესობას ტურისტები, რადგან იგი ძალიან განსსხვავდება სხვა დესერტებისგან, როგორც შემადგენლობით, ისე გემოთი და ხარისხით.
ქალაქის ღრმა ფესვგადგმული ბაქლავის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ცხადია, ჩვენამდეც მოაღწია ამ კულტურამ. მიუხედავად იმისა, რომ ბაქლავა მარტივი ინგრედიენტებისგან შედგება, მისი მომზადება დიდ ოსტატობას მოითხოვს. ის უნდა იყოს ოქროსფერ-ყვითელი და სასიამოვნოდაც უნდა გამოიყურებოდეს. დაგემოვნებისას ისეთი გრძნობა გაგიჩნდებათ, თითქოდს პირში გიდნებათ.
საბოლოოოდ, უნდა გითხრათ, რომ საოცარი დესერტია ბაქლავა, რომელსაც განსაკუთრებული დანიშნულება აქვს ქალაქ აზიანთეპში რადგან იგი კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ბუნებრივია, ქალაქში ნახავთ ბაქლავის მუზეუმსაც.