ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლიეტუვადან და ესტონეთიდან ტურისტული კომპანიებისა და და ავიაკომპანიის “Air Baltic” წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ინფო-ტურის ფარგლებში, თბილისში ბალტიისპირელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.
B2B ფორმატის შეხვედრისას თანამშრომლობის და ერთობლივი ტურების ორგანიზების საკითხები განიხილეს.
თბილისის დათვალიერების შემდეგ ტურ-ოპერატორთა 11 კაციანი ჯგუფი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრება. ბალტიისპირელი ტურ-ოპერატორები გაეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს, ასევე ქართულ სამზარეულოს.