ინდონეზიის ხელისუფლება კუნძულ ბალიზე ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყებას 2027 წელს გეგმავს.
აღნიშნულია, რომ ბალის ნგურაჰ რაიას აეროპორტი მგზავრთნაკადის მიხედვით ინდონეზიაში მეორე ადგილზეა. მისი სიმძლავრე ლიმიტს 2029-2030 წლებში მიაღწევს. მოსალოდნელია, რომ აეროპორტის საერთო მგზავრთნაკადი 32 მლნ-ს მიაღწევს.
ახალი აეროპორტის მშენებლობის ადგილად ჩრდილოეთ ბალის ბულეენგის რაიონი განიხილება. ინდონეზიის პრეზიდენტმა პრაბოვო სუბიანტომ ადრე გამოაცხადა, რომ აპირებს შექმნას მსხვილი ეკონომიკური ცენტრი ამ მხარეში, “როგორც სინგაპური ან ჰონგ კონგი”.