ბალის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის ახალი გადასახადის შემოღება გადაწყვიტა. ის ძალაში 2024 წლის თებერვლიდან შევა.
ასე რომ, უცხოელებს 10 დოლარის გადახდა მოუწევთ ჩამოსვლამდე ან მის შემდეგ. თანხა მოხმარდება ინდონეზიაში გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას: მარჯნის რიფების შენარჩუნებას, მანგროს ტყეების დაცვას და სხვა.
ბალიში ტურისტული გადასახადის შემოღების იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, მაგრამ კუნძულის ხელისუფლება გამუდმებით აჭიანურებდა გაშვების თარიღს.