B2B პლატფორმა RateHawk-ის კვლევის მიხედვით, ტრეველ-სპეციალისტების ნახევარი შეშფოთებულია იმით, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ შესაძლოა ისინი სამსახურის გარეშე დატოვოს.
ინდუსტრიის პროფესიონალების აზრი ტექნოლოგიის გავლენის შესახებ გაიყო: 56%დარწმუნებულია, რომ AI მათ ვერ ჩაანაცვლებს, ხოლო 44% ამას დასაშვებად მიიჩნევს. კვლევა ჩატარდა 1300-ზე მეტ სპეციალისტს შორის ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
ტრეველ-სპეციალისტების შფოთვა რეგიონულ ჭრილში განსხვავდება:
აზიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში გამოკითხულთა 60% და 55% მიიჩნევს ნეგატიურ სცენარს რეალისტურად.
ევროპასა და ლათინურ ამერიკაში კი რესპონდენტების უმრავლესობას AI-ის ჩანაცვლების რისკის არ სჯერა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ AI-ის დანერგვაზე ტრეველ-მენეჯერების შეხედულებებზე გავლენას ახდენს მათი სამუშაო სტაჟი.
ტრაველ-ინდუსტრიის ახალბედების 51%, რომელთაც სამ წელზე ნაკლები გამოცდილება აქვთ, დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგია მათ მოვალეობებს შეასრულებს.
მაშინ, როდესაც 15 და მეტი წლის გამოცდილების მქონე უფროსი კოლეგების მხოლოდ 40%ეთანხმება ამ მოსაზრებას.
RateHawk-ის მმართველმა დირექტორმა, ასტრიდ კასტბერგმა, აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მოგზაურთა ნახევარზე მეტს სურს, რომ ტურ-აგენტმა ან ტრეველ-კონსულტანტმა დაეხმაროს მნიშვნელოვანი მოგზაურობების დაგეგმვაში.
„სპეციალისტებისთვის ეს ნიშნავს, რომ პროფესიული გამოცდილება და ადამიანური ფაქტორიკიდევ უფრო ფასეული ხდება, რადგან ინდივიდუალურ მიდგომაზე მოთხოვნა იზრდება“, – ხაზი გაუსვა მან.












