აზერბაიჯანის ეროვნული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი (AZAL) ახალ ფასდაკლების აქციას იწყებს, რათა  მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

ავიაკომპანიის ცნობით, AZAL-ის ყველა საერთაშორისო მიმართულებაზე მგზავრებს 25%-იანი ფასდაკლებით ავიაბილეთების შეძენა 16 თებერვლამდე შეეძლებათ, ხოლო მოგზაურობა 2025 წლის 31 მაისამდე უნდა დაიგეგმოს.

ფასდაკლება ვრცელდება ეკონომ-ბიუჯეტურ, პრემიუმ-ეკონომ და ბიზნეს-კლასის ტარიფებზე, მაგრამ არ ვრცელდება გადასახადებსა და მოსაკრებლებზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აქცია არ ვრცელდება პიკის პერიოდებზე, ასევე ჩარტერულ და შიდა ფრენებზე. შეღავათიანი ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე www.azal.az, ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ასევე, Azerbaijan Airlines-ის ბილეთების ოფისებსა და აკრედიტებულ სააგენტოებში. AZAL მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან: https://bit.ly/azal-app.