ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი (AZAL) ფრენის უსაფრთხოების მიზნით, 2025 წლის 20 ნოემბრიდან ბორტზე გარე დამტენების, იგივე Powerbank-ების, გამოყენებისა და გადაზიდვის წესებს ამკაცრებს.

როგორც ავიამიმოზიდველმა ოფიციალურად განაცხადა, ცვლილება მიზნად ისახავს ლითიუმ-იონური ბატარეებით გამოწვეული რისკების მინიმუმამდე დაყვანას და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის რეკომენდაციებს.

ფრენისას იკრძალება Powerbank-ის გამოყენება ნებისმიერი მოწყობილობის დასატენად. დაუშვებელია გარე დამტენების თვითმფრინავის ბორტის ელექტრო ქსელზე მიერთება ან დატენვა.

Powerbank-ების გადაზიდვა აკრძალულია რეგისტრირებულ ბარგში და ნებადართულია მხოლოდ ხელბარგში, შემდეგი პირობებით.

 

მგზავრებს Powerbank-ის განთავსება არ შეუძლიათ ხელბარგის თაროებზე. ის უნდა იყოს მგზავრთან ახლოს და ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, რათა საჭიროების შემთხვევაში ბორტგამცილებელმა სწრაფად შეძლოს მისი შემოწმება ან რეაგირება.

Azal-ი ამ წესების დაწესებით უერთდება ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებს, როგორიცაა Pegasus, Turkish Airlines, Emirates, AJet და Air Busan, რომლებიც ანალოგიური შეზღუდვებით ცდილობენ ფრენის უსაფრთხოების მაქსიმალურ უზრუნველყოფას