აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-მა (AZAL) თავისი ექსკლუზიური გაყიდვების აგენტი Silk Row Travel იყიდა.

ამის შესახებ Report-ი ავიაკომპანიის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე აღნიშნული კომპანია Silk Way Holding-ის ნაწილი იყო.

ანგარიშის მიხედვით, გასული წლის 1 მაისს AZAL-მა Silk Row Travel შეიძინა. გარიგების ღირებულება საკმაოდ სიმბოლური თანხაა – 50 მანეთით, ხოლო კომპანიის წმინდა ვალდებულებები 7703 მანეთს შეადგენს.