17 ივლისიდან აზერბაიჯანის ეროვნული ავიაკომპანია AZAL-მა ბაქოდან ფიზულის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.
როგორც აზერბაიჯანული მედია AZAL-ზე დაყრდნობით იუწყება, ფრენები ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მე-2 ტერმინალიდან ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს გამგეობის გადაწყვეტილებით, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 78 აზერბაიჯანულ მანეთს შეადგენს. ამ ფასში შედის 10 კგ-მდე ხელბარგი და 23 კგ ბარგი.