აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის (AZAL) საჰაერო ხომალდი, რომელსაც ბაქო-თბილისის ავიარეისი უნდა შეესრულებინა, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში ასაფრენი ბილიკიდან უკან დაბრუნდა. მიზეზად მგზავრებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური გაუმართაობა დაუსახელეს.
არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია ბორტის ჩანაცვლებაზე მუშაობს და მგზავრების თბილისის მიმართულებით ფრენას სხვა საჰაერო ხომალდით განახორციელებს.
ბაქო-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 საათზე უნდა დაშვებულიყო.