აზერბაიჯანის ეროვნული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი (AZAL) ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ფრენების პროგრამას გაახანგრძლივებს. ავიაკომპანიის ცნობით, ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე AZAL ოპერირებას 2025 წლის 12 იანვრის ჩათვლით გაახანგრძლივებს. რეისები კი კვირაში ორი სიხშირით ყოველ პარასკევსა და კვირას შესრულდება.
როგორც AZAL-ში აცხადებენ, ბათუმის მიმართულებით ფრენების გახანგრძლივება მგზავრებს საშუალებას მისცემს, პოპულარულ ქართულ კურორტზე ზამთრის მგზავრობები კომფორტულად დაგეგმონ.
აღსანიშნავია, რომ AZAL-მა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ Azerbaijan Airlines-ი საქართველოს მიმართულებით გარდა AZAL-ისა Buta Airways-ის ბრენდითაც ოპერირებს.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდ www.azal.az-ზე და ასევე, ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით, სალაროებსა და AZAL-ის აკრედიტებულ აგენტებთან.