აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ ავიაკომპანია AZAL-ი ინტერნეტ-პროვაიდერად დაარეგისტრირა.

ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია მომხმარებლებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს შესთავაზებს. მომსახურება განხორციელდება თანამგზავრული კავშირის მეშვეობით და მოიცავს როგორც საცალო გაყიდვებს (B2C), ისე ბიზნეს სექტორზე გათვლილ გადაყიდვის სერვისებს (B2B).

ამ გადაწყვეტილებით, ეროვნული ავიაგადამზიდი თავის საქმიანობის სფეროს აფართოებს და ტექნოლოგიურ ბაზარზე ახალი სტატუსით შედის.