აზერბაიჯანის ავიახაზები AZAL ავიაპარკის განახლებას იწყებს. Airbus-თან ფლოტის განახლებაზე წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია და მალე AZAL-ს 20-მდე Airbus A320neo შეემატება. გარიგების მიხედვით, AZAL-ი 2030 წლამდე 20 ერთეულ ახალი თაობის საჰაერო ხომალდებს: Airbus A320neo-ს და Airbus A321neo-ს მიიღებს.
ავიაკომპანიისა და ავიამშენებლის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მხარეები პირობითად შეთანხმდნენ მოამზადონ წინადადება ევროპული წარმოების თვითმფრინავების შესყიდვის შესახებ, რომელიც წარედგინება აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) სამეთვალყურეო საბჭოს და აზერბაიჯანის საინვესტიციო ჰოლდინგს.