ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი (AZAL) 28 ოქტომბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ოპერირებას განაახლებს. AZAL-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია გადაზიდვებს კლასიკური სქემით: ხელბარგი, ბარგი და ბორტზე კვება – განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის სექტემბრიდან ბაქოდა თბილისის მიმართულებით ფრენებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ახორციელებდა, რომელიც AZAL-ის შვილობილი კომპანიაა.

რეისებს J2-223/J2-224 AZAL-ი Airbus A319/A320-ით ყოველ სამშაბათსა და კვირას განახორციელებს. ფრენები ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახეობის საერთაშორისო აეროპორტის პირველი ტერმინალიდან განხორციელდება.