ავსტრიელი პილოტი, რომელსაც გუშინ COVID-19 დაუდასტურდა, ბათუმის აეროპორტიდან გვიან ღამით სპეციალური ავიარეისით გაფრინდა. ინფიცირებული ავსტრიის მოქალაქეა და პილოტის გადაყვანა სწორედ ავსტრიამ მოითხოვა. აეროპორტში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი სპეციალური მანქანითა და ეკიპირებით მიიყვანეს.

როგორც ირკვევა, ის საქართველოში 6 დღის წინ ჩამოვიდა და სასტუმრო “ჰილტონში“ ისვენებდა. ცნობილია ყველა ადამიანი, ვისთანაც ავსტრიის მოქალაქეს ჰქონდა კონტაქტი. ათამდე პირი უკვე თვითიზოლაციაში იმყოფება.