შენგენის ქვეყანების ნაწილმა Sinovac-ით აცრილებისათვის საზღვარი გახსნა. უცხოური მედიის ინფორმაციით, Sinovac-ით აცრილებისათვის საზღვრები ავსტრიამ, ფინეთმა, საბერძნეთმა, ისლანდიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა და შვეიცარიამ გახსნეს.
ამ ქვეყნებში შესასვლელად Sinovac-ით აცრილებისთვის მთავარი მოთხოვნაა, რომ ისინი სრულად ანუ Sinovac-ის ორი დოზით უნდა იყვნენ აცრილები და ფლობდნენ სათანადო დოკუმენტს, სადაც ასახული იქნება ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, მასპინძელი ქვეყნისთვის მისაღებ ენაზე. შესაბამისად, მათ ქვეყანაში შესვლის შემდეგ აღარ მოუწევთ თვითიზოლაციაში ყოფნა.
დამატებითი ინფორმაცია მოიძიეთ აქ: