საქართველოში ესპანური ავიაციის აკადემია Flyby-ს წარმომადგენელის და ასევე მფრინავის, გიორგი კახურაშვილის მორიგი წარმატება.
როგორც FlyBy-ს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, აკადემია ქართულ ავიაკომპანია Vanilla Sky-ს პარტნიორი ხდება, რაშიც დიდი წვლილი გიორგი კახურაშვილის მიუძღვის.
ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ორივე კომპანიისთვის და ქმნის ახალ შესაძლებლობებს მომავალი ავიაციის პროფესიონალებისთვის.
სოციალურ ქსელში განთავსებულო ინფორმაციით, Flyby განსაკუთრებულ მადლობას უხდის თავის წარმომადგენელსა და მფრინავს საქართველოში, გიორგი კახურაშვილს, რომლის პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და ერთგულება, მათი თქმით, ამ პარტნიორობის წარმატებით განხორციელებაში ფუნდამენტური აღმოჩნდა.
FlyBy კვლავაც ერთგულად აგრძელებს ძლიერი პარტნიორობების ხელშეწყობას, რათა სტუდენტებისთვის გააღრმავოს შესაძლებლობები და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანოს ავიაციის მომავლის ფორმირებაში.
ავიაციის აკადემია Flyby ესპანური საავიაციო სასწავლო ორგანიზაციაა, რომელიც პილოტებს ამზადებს. ის დაარსდა 2006 წელს ბურგოსში, ესპანეთი. Flyby ცნობილია თავისი დაჩქარებული და All-inclusive პროგრამებით, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, 14 თვეში კომერციული პილოტები გახდნენ.












