საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) განახლებული პროგნოზით, 2026 წელს გლობალური ავიაციის ინდუსტრიის წმინდა მოგება რეკორდულ ნიშნულს — 41 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ სექტორი მიწოდების ჯაჭვის პრობლემებსა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს აწყდება, მოთხოვნა მგზავრობაზე სტაბილურად იზრდება.
IATA-ს პროგნოზით, 2026 წელს მოსალოდნელია $41 მილიარდი (2025 წლის პროგნოზირებულ $39.5 მილიარდთან შედარებით).
პირველად ისტორიაში, ავიაციის საერთო შემოსავლებმა შესაძლოა 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს.
პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს საჰაერო ტრანსპორტით 5.2 მილიარდი მგზავრი ისარგებლებს. მოსალოდნელია, რომ ადგილების შევსების კოეფიციენტი რეკორდულ 83.8%-ს მიაღწევს.
ანგარიშის მიხედვით, ევროპა ყველაზე მაღალ წმინდა მოგებას დააფიქსირებს ($14 მილიარდი), რაშიც დიდ როლს თურქეთის ავიაციის ძლიერი მაჩვენებლები ასრულებს. ზრდის ტემპით კი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ლიდერობს, სადაც მოთხოვნა ყველაზე სწრაფად აღდგა.
მიუხედავად ოპტიმისტური ციფრებისა, IATA-ს გენერალური დირექტორი, ვილი უოლში, აღნიშნავს, რომ ავიაცია კვლავ „დაბალმარჟიან“ ბიზნესად რჩება. თითოეულ გადაყვანილ მგზავრზე ავიაკომპანიების საშუალო მოგება მხოლოდ 7.90 დოლარია. ინდუსტრიისთვის მთავარ დაბრკოლებად რჩება.
ავიაციის სექტორმა აჩვენა საოცარი გამძლეობა პოსტ-პანდემიურ პერიოდში. 2026 წელი იქნება სტაბილიზაციისა და მასშტაბური ზრდის წელი, თუმცა ავიაკომპანიებს მოუწევთ ეფექტურობის გაზრდა მზარდი საოპერაციო ხარჯების ფონზე.












