COVID-19 პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიოს ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება სხვადასხვა სახის შემზღუდველი ზომების დაწესებისთვის, რაც საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიასაც შეეხო.
Eurostat-ის სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდვების გავლენა პირველად 2020 წლის მარტში იყო. მას შემდეგ, რაც ევროკავშირში კომერციული ფრენების (სამგზავრო, სატვირთო და საფოსტო) მთლიანი რაოდენობა 44%-ით შემცირდა 2019 წლის მარტთან შედარებით.
კომერციული ფრენების რაოდენობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა აპრილში (-91% 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით), მაისი -90% და ივნისში -84%.
ზაფხულში შედარებით პოზიტიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, ივლისში ვარდნამ 64%, აგვისტოში კი 53% აჩვენა, სექტემბერში 59%, ოქტომბერში 62%, ნოემბერში 68%. დეკემბერში 67%, ხოლო 2021 წლის იანვარში 2020 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 68%–იანი ვარდნაა.
მიუხედავად იმისა, რომ გავლენისა და მისი აღდგენის გზა განსხვავებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, კომერციული ფრენების რაოდენობის ყველაზე დიდი შემცირება აპრილში 21 წევრ ქვეყანაში დაფიქსირდა, ხოლო მაისში ევროკავშირის დანარჩენ 6 ქვეყანაში.
2020 წელს კომერციული ფრენების რაოდენობის უპრეცედენტო შემცირების შემდეგ, პანდემიამ 2021 წელსაც განაგრძო გავლენა ევროკავშირის აეროპორტების უმრავლესობაზე.
2021 წლის იანვარში კომერციული ფრენების რაოდენობის ყველაზე დიდი შემცირება ევროპის საჰაერო ტრანსპორტის მთავარ კვანძებში დაფიქსირდა: