ავიაცია ტრადიციულად ტრანსპორტის ყველაზე უსაფრთხო ფორმად ითვლება, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში ავიაკატასტროფების რიცხვი საგანგაშოდ გაიზარდა.

მხოლოდ 2024 წელს მსგავს შემთხვევებს 333 ადამიანი ემსხვერპლა – რამდენჯერმე მეტი, ვიდრე წინა წლებში.

ისრაელის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ყოფილი დირექტორი ნერი იარკონი აღნიშნავს, რომ ფრენის ფაქტი ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული, რადგან თვითმფრინავები რთული მანქანებია, რომლებიც მუშაობენ ადამიანებისთვის არაბუნებრივი პირობებით. თუმცა, მიუხედავად ბოლოდროინდელი ავარიების რაოდენობის ზრდისა, მათი საერთო რაოდენობა შესრულებული ფრენების საერთო რაოდენობასთან შედარებით უკიდურესად დაბალია. მისი თქმით, თუ ყოველწლიურად ავიაკატასტროფებში 200-დან 500-მდე ადამიანი იღუპება, ეს საგრძნობლად მცირე რიცხვია ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლებთან შედარებით.

იარკონი სტატისტიკის გაუარესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გამოცდილი პილოტების ნაკლებობას ასახელებს. კერძოდ, ტორონტოს შემთხვევის დროს მეთაურს მხოლოდ 1500 საათი ჰქონდა ნაფრენი, რაც უკიდურესად დაბალ მაჩვენებლად ითვლება. მეორე პილოტს კიდევ ნაკლები გამოცდილება ჰქონდა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფრენის შედეგზე.