Airplane taking off from the airport.; Shutterstock ID 559714906; Job: RD

2018 წელს, სამოქალაქო ავიაციაში 196 საავიაციო ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთა ნაწილს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს პილოტებისათვის ყველაზე საშიშ დღედ ოთხშაბათი დასახელდა, რადგანაც ამ დღეს მთლიანობაში 30 ინციდენტი დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 468 ადამიანი დაიღუპა.

სწორედ ოთხშაბათს დაფიქსირდა ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა, რომელმაც 257 ადამიანი იმსხვერპლა.

2018 წლის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე უსაფრთხო დღედ პარასკევი და ორშაბათი მიიჩნევა.