ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების მიზეზებს განმარტავს და იმ ფაქტორებს ასახელებს, რომელიც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას.

გვენეტაძის თქმით, ჯერჯერობით რთულია თქმა, რა გავლენა ექნება ლარზე რუსეთის მხრიდან დაწესებულ ავიასანქციებს, თუმცა სებ-ის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე ანგარიშის პირველი კვარტლის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გასულ წელთან შედარებით გაუარესება არ იქნება და სავარაუდოდ ავიასანქციებმა არ უნდა გამოიწვიოს დიდი წნეხი ეროვნულ ვალუტაზე.

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ეს არის მოქნილი სისტემა რომელიც საშუალებას აძლევს კურსს გაითვალისწინოს ყველა ის მოლოდონები, რომელიც ცნობილია და რომელიც ხელმისაწვდომია ეკონომიკური აგენტებისთვის. ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რომლებიც ადრე გეგმავდნენ ჩამოსვლას, რა თქმა უნდა აისახა მოლოდინებზე და გაჩნდა მოლოდინი, რომ ის საექსპორტო სერვისების შემოსავალი, რომელიც ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, იქნება უფრო ნაკლები.

ზუსტად ამ დროს ასრულებს მცურავი გაცვლითი კურსი როგორც ავტომატური სტაბილიზატორი იმ ფუნქციას, რაც მან ამ შემთხვევაში უნდა შეასრულოს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში ის კორექტირება, რომელიც ხორციელდება ეკონომიკაში, აუცილებლად არის ისეთი, რომელიც ყველაზე ნაკლები დანახარჯებით გამოიყვანს აი ასეთი სიტუაციიდან ქვეყანას.

დღესდღეობით რთულია იმის შეფასება რა გავლენა ექნება ამას, რადგან მიმდინარე პროცესია, და აქედან გამომდინარე რთულია დასკვნებია გაკეთება. შეიძლება ითქვას, რომ იმ შედეგების მიხედვით, რომელიც ჩვენ გვქონდა პირველ კვარტალში, მე ვგულისხმობ მიმდინარე ანგარიშს, ვფიქრობ წნეხი დიდი არ უნდა იყოს.

და რატომ ვახსენებ მიმდინარე ანგარიშს, როცა ასეთი მოლოდინი ჩნდება და როდესაც არის მოლდინი, რომ მიმდინარე ანგარიში გაუარესდება, ზუსტად ეს მოქმედებს გაცვლით კურსზე და ეს გაუარესება გაიგივებულია გაცვლითი კურსის შესუსტებასთან.

მაგრამ ის შედეგები, რაც გვაქვს პირველი კვარტლის, გვაფიქრებინებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეძლება ეს გავლენა, რომელიც დღესდღეობით შეფასებულია დაახლოებით 200-300 მილიონ დოლარად, მიუხედავად ამისა მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება გვექნება მაინც გასულ წელთან შედარებით. რაც ეკონომიკურად, რომ ვთქვათ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გამოიწვიოს დიდი წნეხი ეროვნულ ვალუტაზე“-განმარტა კობა გვენეტაძემ.

წყარო: BM.ge