TBC Research რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აკრძალვის მესამე კვირას, ანუ ივლისის ბოლო კვირას აჯამებს.
მათი თქმით, დინამიკა უფრო პოზიტიურია, ვიდრე ეს აკრძალვის პირველ კვირას იყო. რუსი ტურისტები კვლავ შემცირებულია, თუმცა ზოგადად მოგზაურები მცირედით გაიზარდა წლიურად 3.7%-ით.
ივლისის მეოთხე კვირაში რუსი მოგზაურების რაოდენობა წლიურად 6.8%-ითაა შემცირებული (III კვირა -13.5%; II –21.4%; I -4.1% ).
საერთო ჯამში ივლისის მეოთხე კვირას ქვეყანაში 53,682 რუსი მოგზაური შემოვიდა, მესამე კვირაში 51,024, მეორე კვირაში 41,423, ხოლო ივლისის პირველ კვირაში 50,030.
უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხე კვირას, რუსი მოგზაურების 93% ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 75.8% იყო.
ამავე პერიოდში, ფრენები რუსეთიდან 74.8%-ით შემცირდა (y.y), წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის უცვლელია (75.9%).
14.8%-ითაა გაზრდილი რუსეთის მოქალაქეების მიერ სახმელეთო გზით შემოსვლები. მათ შორის რუსეთიდან სახმელეთო გზით შემოსვლების 15.3%-ით, სომხეთის საზღვრიდან 24.7%, აზერბაიჯანიდან 1.6%-ით არის გაზრდილი, ხოლო თურქეთის საზღვრიდან რუსების შემოსვლა 1.6%-ითაა შემცირებული.
ივლისის ბოლო კვირაში 14.7%-იანი კლება ფიქსირდება საზღვაო გზით შემოსვლებზე, მაშინ როდესაც მესამე და მეორე კვირაში ტენდენცია პოზიტიური იყო – III კვირას ზრდა 51.5%, II კვირას – 38.9%.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ ივლისის მეოთხე კვირაში, ევროკავშირის ქვეყნებიდან მოგზაურების რაოდენობის 15.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.