ბოლო ორი წლის განმავლობაში ავიარეისებისა და აეროპორტების მიმართ კმაყოფილების დონე შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებლები დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებამ (CAA) დადო.
მთლიანობაში 3.5 ათასი ბრიტანელი მგზავრი გამოიკითხა, რომელთა უმეტესობის აზრით უნდობლობის ზრდა დაგვიანებულმა რეისებმა განაპირობა.
2016 წლის შემოდგომასთან მიმართებაში მოგზაურებში კმაყოფილების კოეფიციენტი 90%-დან 83%-მდე შემცირდა.
იმავდროულად, ახალგაზრდა მოგზაურები უფრო ნაკლებად არიან კმაყოფილები მოგზაურობით, ვიდრე 35 წელს ზემოთ ადამიანები. (79%-ი 85%-ის წინააღმდეგ).