“ავიაქსელი” საქართველოს მასშტაბით კვლავ გაყიდვების ლიდერია. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააგენტოებს შორის “ავიაქსელი” 10 თვის მაჩვენებლებით გაყიდვების ლიდერია. 

“ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო 9 თვის, იანვარ-ოქტომბრის მონაცემების მიხედვით “ავიაქსელი” კვლავ პირველ ადგილზეა მთელი საქართველოს მასშტაბით, სააგენტოებს შორის გაყიდვების მაჩვენებლით

რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი გვენდობა და ირჩევს სწორედ “ავიაქსელს” კომფორტული მგზავრობისა და დასვენებისთვის

ეს კი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის და გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტ სიახლეს შემოგთავაზებთ უახლოეს პერიოდში”, განმარტავენ კომპანიაში.