კომპანია „ავიაქსელი“ მონტენეგროს მიმართულებით ტურისტულ მარშრუტს ხსნის და პირველ ტურს 17 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით გეგმავს.
როგორც საქართველოში მონტენეგროს აკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მონტენეგროს საპატიო კონსულმა თემურ ქურხულმა კომპანია „ავიაქსელის“ დირექტორს ამირან აბესაძეს მონტენეგროს საკონსულოში უმასპინძლა.
კომპანია „ავიაქსელი“ მონტენეგროს მიმართულებით პირველ ტურისტულ მარშრუტს 17 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით გეგმავს. დაინტერესებულ ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ კომპანია „ავიქსელის“ მიერ დაკომპლექტებულ ჯგუფთან ერთად მონტენეგროში იმოგზაურონ.
თემურ ქურხული მონტენეგროში ვიზიტს მაისის თვეში გეგმავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საპატიო კონსულსა და მონტენეგროს ტურისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს შორის, რათა სამომავლოდ ხელი შეუწყონ საქართველოსა და მონტენეგროს შორის ტურიზმის განვითარებას და პირდაპირი ავიამიმართულებების დანიშვნას.
კომპანია „ავიაქსელი“ 2003 წელს დაარსდა და საქართველოში საავიაციო სერვისების ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერია, როგორიცაა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების გაყიდვა.