ყოველი მეოთხე მგზავრი აეროპორტში ან თვითმფრინავში Wi-Fi-ზე დაერთებისას, მის უსაფრთხოებაზე არ ფიქრობს. აღნიშნული მაჩვენებლები აჩვენა კვლევამ, რომელიც სატრანსპორტო გადაზიდვების საერთაშორისო ოპერატორმა GO Group-მა ჩაატარა.

გამოკითხულთა მხოლოდ 19%-ი ფიქრობს ქსელის უსაფრთხოებაზე. 48%-ს ამ მხრივ საკმაოდ ცუდი გამოცდილება უკვე აქვთ და 9%-ს ამ პრობლემაზე საერთოდ არც უფიქრია.

გამოკითხვაში სულ 293 მგზავრმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხულთა 3%-ი ფიქრობს, რომ საერთო მოხმარების Wi-Fi უსაფრთხო ვერ იქნება, რადგანაც ხშირად ინტერნეტზე დაერთებისთვის მომხმარებელი ვალდებულია პირადი ინფორმაცია გასცეს, რაც ჰაკერებისთვის საკმაოდ ადვილად ხელმისაწვდომია და შესაძლებელია მგზავრის ტელეფონში, პლანშეტსა თუ კომპიუტერში არსებული ინფორმაცია არაკეთილის მსურველის ხელში აღმოჩნდეს, ამისათვის კი მხოლოდ ამ მოწყობილობის ბატარეა უნდა იყოს ზომიერად დამუხტული.

იმისათვის, რომ თავი დაცულად იგრძნოთ და თქვენი პირადი ინფორმაცია სხვის ხელში არ აღმოჩნდეს, ამისათვის ქსელს გარკვეულ ინფორმაციასთან წვდომა უნდა შეუზღუდოთ, რაც თქვენს გაჯეტებში გარკვეული ფუნქციების გათიშვას გულისხმობს.