ამიერიდან ავიაკომპანიისათვის არარეგულარული გადაზიდვების ნებართვის მიღება შედარებით გაუმარტივდებათ. აღნიშნულს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. დღეისათვის ნებართვის მისაღებად კომპანიის მიერ წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები. რაც თავის მხრივ წარმოადგენს დამატებით ბარიერს იმ ავიაგადამზიდველისათვის, რომლებიც შესაბამისი ნებართვების – არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და/ან საავიაციო სამუშაოების ნებართვის მისაღებად მიმართავენ ნებართვის გამცემ უწყებას – სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.

კანონის არსებული დანაწესი კი უარყოფითად აისახება ავიაკომპანიების მიერ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებაზე და ამგვარმა ბარიერებმა შესაძლოა შეამციროს საქართველოს მიმართულებით ჩარტერული ფრენებისა და საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საავიაციო სამუშაოების განხორციელების რაოდენობა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ავიაკომპანიების ბარიერი და სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღებას, მითი უფრო არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ, ესაჭიროება დროის ხანგრძლივი პერიოდი. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვის გაცემა კი ხშირ შემთხვევაში მოითხოვს ოპერატიულობას, ამგვარი ამონაწერის წარმოდგენა დროის გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული, ავიაკომპანიას კი შესაძლოა დროის გაცილებით მცირე მონაკვეთში ესაჭიროებოდეს ნებართვა და კანონის ამ მოთხოვნამ შესაძლებელია დააბრკოლოს მათ მიერ ფრენის განხორციელება, მით უფრო, თუ გავითლავისწინებთ, რომ განცხადება მსგავსი ფრენების შესრულების ნებართვის თაობაზე ნებართვის გამცემ უწყებაში შეიძლება წარდგენილ იქნეს ფრენის შესრულებამდე რამდენიმე საათით ადრე.

კანონის არსებული დანაწესი კი უარყოფითად აისახება ავიაკომპანიების მიერ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებაზე და ამგვარმა ბარიერებმა შესაძლოა შეამციროს საქართველოს მიმართულებით ჩარტერული ფრენებისა და საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საავიაციო სამუშაოების განხორციელების რაოდენობა.

სწორედ ამიტომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 25-ე მუხლისმე-3 პუნქტში და  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით დადგინდეს გამონაკლისი არსებული წესიდან, რომლის საფუძველზეც კანონის მოთხოვნა არ გავრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც მიმართავენ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვის მიღების მიზნით.

აქვე, კანონის მოქმედი რედაქციის რამდენიმე პუნქტში სწორდება საკანონმდებლო ხარვეზის შემცველი დანაწესი, რომელიც ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ავალდებულებს, ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარადგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, აგრეთვე მითითება „სახელმწიფო რეესტრზე“.

ამასთან, კანონის 32-ე მუხლს ემატება 41 პუნქტი, რომლის მიზანია არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების თაობაზე სანებართვო მოწმობის მიწოდება ავიაკომპანიებისათვის გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, მეორეს მხრივ კი აღნიშნულ მოწმობაზე ნებართვის გამცემი უწყების – სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ რესურსი უსარგებლოდ იხარჯება, ვინაიდან აღნიშნულ მოწმობას არანაირი დანიშნულება არ გააჩნია შესაბამისი ავიაკომპანიისთვის არარეგულარი საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით.