ავიაკომპანიებს მარტივად შეუძლიათ უზრუნველყონ მგზავრები სადენზინფექციო საშუალებებით.ასე ფიქრობს ბევრი მოგზაური, თუმცა როგორც აღმოჩნდა, რომ რელობა სულ სხვაა. მაგალითად ამერიკულმა ავიაკომპანია American Airlines-მა იმისათვის, რომ ბორტზე სადენზინფექციო საშუალებები იქონიოს, შესაბამისი ნებართვებისათვის აშშ-ს საავიაციო ხელისუფლებას – FAA-ს უკვე მიმართა. ავიაგადამზიდავმა საკმაოდ გრძელი გზა უნდა გაიაროს იმისათვის, რომ ბორტზე ასეთი საშუალებების კანონიერი ქონის უფლება მოიპოვოს. American Airlines-ი COVID-19-ის პანდემიის ფონზე, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებს და სურს, რომ თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების ხელის სადენზინფექციო გელი და სადენზინფექციო ხელსახოცი ქონდეს.

ცნობისათვის მსგავსი საშუალებების ქონა თავად ეკიპაჟს წევრებს და მგზავრებს არ ეზღუდებათ, თუმცა ავიაკომპანიაც ვალდებული ხდება, რომ ბორტზე მსგავსი სადენზინფექციო საშუალებები იქონიოს. ამისათვის კი FAA-ს ნებართვაა საჭირო.