ავიაკომპანიებმა Tunisair-მა, Vueling-მა, Ernest Airlines-მა, Bulgaria Air-მა და Blue Air -მა 2019 წლის განმავლობაში რეისების დაგვიანების ან ფრენების გადადების გამო, დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, კომპენსაციის გაცემაზე თითქმის ყველა შემთხვევაზე (99,9%) უარი თქვეს. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია AirHelp-ი ავრცელებს.
აღნიშნული მაჩვენებელი ევროპის უმსხვილეს “ლოუკოსტერ” Ryanair-ის შემთხვევაში 98,4%-ს აღწევს, შემდეგ მოდიან Avianca – 97,1%, airBaltic – 94,6%, easyJet – 87,3%. “ლიდერთა” TOP-10-ს კი Aeroflot-ი ასრულებს, რომლის მაჩვენებელიც 86,2%-ია.
ევროპის ასევე უმსხვილესი “ლოუკოსტერის” Wizz Air-ის შემთხვევაში, დასაბუთებულ არგუმენტზე და შესაბამისად კომპენსაციის გადახდაზე ავიაკომპანიამ უარი განაცხადა საჩივრების 61,4%-ზე, FlyUIA-მ 48,3%-ზე, KLM-მა – 47,9%-ზე ხოლო Emirates-მა 48,8%-ზე.
AirHelp-ში განმარტავენ, რომ 2019 წელს მგზავრის საჩივრების დაკმაყოფილებაზე ავიაკომპანიებისგან მიღებული უარის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.
მაშ ასე, 2019 წლის განმავლობაში ავიაკომპანიების მიერ კომპენსაციებზე უარის თქმის მაჩვენებელი ასეთია:
1. Tunisair 99,9%,
2. Vueling Airlines – 99,9%,
3. Ernest Airline – 99,9%,
4. Bulgaria Air – 99,9%,
5. Blue Air – 99,8%,
6. Ryanair – 98,4%,
7. Avianca – 97,1%,
8. Air Baltic – 94,6%,
9. Easyjet – 87,3%,
10. Aeroflot – 86,2%,
11. Czech Airlines – 85,8%,
12. Royal Air Maroc – 80,1%,
13. Blue Panorama Airlines – 76,7%,
14. Alitalia – 74,1%,
15. Virgin Atlantic Airways – 73,7%,
16. Air India6 -7,8%,
17. British Airways – 66,6%,
18. Finnair – 65,7%,
19. SAS Scandinavian Airlines – 65,3%,
20. Edelweiss Air – 64%,
21. Volotea – 61,7%,
22. Air Canada – 61,4%,
23. Wizz Air – 61,4%,
24. Swiss – 61,1%,
25. Norwegian – 57,4%,
26. Aer Lingus – 55,4%,
27. Lufthansa -52,7%,
28. Air Europa – 52,4%,
29. Emirates – 48,8%,
30. FlyUIA – 48,3%,
31. KLM Royal Dutch Airlines – 47,9%,
32. Croatia Airlines – 47,3%,
33. Air Serbia – 46,6%,
34. Austrian Airlines – 45,1%,
35. Air Italy – 43,3%,
36. Tap Air Portugal – 40,6%,
37. United Airlines – 40,1%,
38. Qatar Airways – 38%,
39. LOT – 37,8%,
40. Tui Fly – 32,7%,
41. Air France – 31,4%,
42. Condor Flugdienst – 30,6%,
43. Adria Airways – 30,5%,
44. Flybe – 30,5%,
45. Transavia Airlines – 28%,
46. HOP! – 28%,
47. Delta Air Lines – 27,8%,
48. Brussels Airlines – 27,5%,
49. American Airlines – 27,4%,
50. Icelandair – 26,7%,
51. Eurowings – 23,6%.