ავიაკომპანიების ნაწილი ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენაზე უარს ამბობს. ცნობილი ხდება, რომ  ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარს ამბობენ airBaltic-ი, Wizz Air-ი და Austrian Airlines-ი.

Wizz Air-ში აცხადებენ, რომ მუდმივად აკონტროლებს და აფასებს არსებულ ვითარებას. airBaltic-ში კი განმარტავენ, რომ დროებით თავს აარიდებს ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას. 

ავიაკომპანია Austrian Airlines-მაც რეისების გადაგეგმვა მოახდინა, რათა ბელორუსის საჰაერო სივრცე არ გამოიყენოს.