ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო კონფლიქტის ზონის საჰაერო სივრცეში სატრანზიტო რეისების გაკონტროლება ვერ მოხერხდება. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ტრანზიტით მოძრავ თვითმფრინავებს და შესაბამის ავიაკომპანიებს უკვე ურჩია, რომ უსაფრთხოების გამო ქაბულის საჰაერო სივრცის გამოყენებას მოერიდონ და სხვა მარშრუტით ისარგებლონ.
აღნიშნული კი ნეგატიურ ასახვას პოვებს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობაზეც. ამ დროისათვის უცნობია რა რაოდენობის გადაფრენა აღარ განხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცეში, თუმცა გარკვეული შედეგები ერთი თვის შემდეგ სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი.