მსოფლიოში საავიაციო საწვავზე ფასები იზრდება, რაც საბოლოოდ გადაზიდვების ფასზე აისახება და  სამგზავრო გადაზიდვების შემთხვევში აძვირებს ბილეთის ფასებს. ანალიტიკოსები საავიაციო საწვავის ფასის ზრდას მომავალ წლებშიც პროგნოზირებენ. საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური ამბობს, რომ არსებული პროგნოზებით 2026 წლამდე საწვავის ფასი წელიწადში 3,5%-ით გაიზრდება, რაც თავის მხრივ ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნას უკავშირდება. აფციაური განმარტავს, რომ პანდემიის შემდეგ, მოთხოვნის გაჩენასთან ერთად მიწოდებაც უნდა გაიზარდოს. 

“საავიაციო საწვავი, რომელიც რამდენიმე სახის კატეგორიისგან შედგება COVID-19-ის პანდემიამდეც ყოველწლიურად 1-2%-ით იზრდებოდა. 2020 წელს კი როდესაც გლობალური პანდემიის ფონზე კრიზისი დაიწყო, ფასები 23-25%-ით შემცირდა, იმიტომ რომ ფრენები თითქმის მთლიანად იყო გაჩერებული.

2020 წელს დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში მხოლოდ სატვირთო, სარეპატრიაციო და ჩარტერული რეისები სრულდებოდა. ბუნებრივი იყო, რომ მოთხოვნის დაცემასთან ერთად საავიაციო საწვავის ფასიც დაახლოებით 25%-ით შემცირდა. მაგრამ როგორც კი ბაზრის გამოცოცხლება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა დაიწყო, გაჩნდა დამატებითი მოთხოვნა და რასაც ვაკვირდებით ძალიან ბევრმა ავიაკომპანიამ ვისაც შარშან გაჩერებული ჰქონდა ბორტების შეკვეთები, ნელნელა ანახლებენ თავიანთ პროგრამას. დამატებითი მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა დამატებითი მიწოდების აუცილებლობაც. ამიტომ ბუნებრივია, რომ საავიაციო საწვავის ფასი გაიზარდა და კიდევ გაიზრდება. დღეს 1 ბარელი ნავთობის ფასი 200 დოლარის ფარგლებშია და არსებული პროგნოზების მიხედვით 2026 წლამდე ფასები წელიწადში საშუალოდ 3-3,5%-ით გაიზრდება.

მიმდინარე ეტაპისთვის ავიაკომპანიები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და უმეტესმა ნაწილმა კიდევ უფრო მეტი ბორტის შეკვეთები განახორციელეს. ამიტომ ამ პირობებში ეს ყველაფერიც იმოქმედებს საწვავის ფასზე და ის გაიზირდება.

იქედან გამომდინარე, რომ ავიაკომპანიისთვის ოპერატიული ხარჯებში ყველაზე დიდი წილი საწვავზე მოდის, საუბარია 35-40%-ზე, ბუნებრივია როდესაც საწვავის ფასი იზრდება ის მოქმედებს ყველაფერზე, მთლიანი კომპანიის ხარჯებზე და მათ შორის თუ ეს სამგზავრო კომპანიაა, მოქმედებს ბილეთის ფასსზეც.

შესაბამისად იზრდება ბილეთის ფასიც. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ ვიმყოფებით პოსტკოვიდურ ვითარებაში, ბაზარი მთლიანად აღდგენილი არ არის, ამიტომ ვართ აღდგენის პროცესში, ავიაკომპანიები ცდილობენ, რომ იმ ქვეყნებში სადაც მოთხოვნა არც თუ ისე მაღალია, ფასები არ გაზარდოს და შეძლებისდაგვარად დატოვონ იგივე დონეზე. ეს კი სხვა ხარჯების შემცირების ხარჯზე ხდება. 

თუ ჩვენი ავიაკომპანიებიც მოახერხებენ ხარჯების ოპტიმიზაციას და სხვა ხარჯების შემცირებას მოახერხებენ რაც მათ ინტერესშიცაა, რადგანაც ასეთ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით ჩვენთან მოთხოვნა ჯერ კიდევ აღდგენის ეტაპზეა და კიდევ უფრო გაძვირებული ფასები მგზავრთნაკადზე ნეგატიურად იმოქმედებს. ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება, რომ კომპანიებმა მოახდინონ ოპტიმიზაცია და მაქსიმალურად შეეცადონ ფასები იგივე დონეზე “დაიჭირონ”. განსაკუთრებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, როდესაც სამგზავრო გადაზიდვებზე მოთხოვნა ისედაც დაბალია”, განაცხადა საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელმა.

იგორ აფციაური ფიქრობს, რომ ბაზარზე ტენდენციები იცვლება და საქართველოს აქვს შანსი, რომ ეს მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენოს და ერთგვარი სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია იტვირთოს. 

“რაც შეეხება გლობალურ ჭრილში ვითარება საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა  არის ყველაზე დიდი ბაზარი როგორც საავიაციო ასევე საავიაციო ნავთობის მიმართულებით, მაგრამ ვხედავთ რომ ჩინეთი რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება პოზიციებს იმყარებს. თუ ტენდენციები არ შეიცვლება შესაძლოა ჩინეთმა საავიაციო ბაზრის დონით და სხვა საავიაციო სერვისებით გაუსწროს აშშ-ს, რაც ძალიან შეცვლის ბაზრის თამაშის წესებს. 

ინგლისი, რომელიც მესამე ადგილზე იყო, მას უკვე მიუახლოვდა ინდოეთი და ახლო მომავალში პროგნოზირებადია, რომ ინდოეთი ინგლისს ჩაანაცვლებს. რასაც ვაკვირდებით გადახრა მიდის აზიისკენ, რაც ჩვენთვის შესაძლოა ძალიან მომგებიანი და ხელსაყრელი იყოს, რადგანაც ჩვენ ტრადიციულად ვიმყოფებით შუაში, ტრანსპორტის კუთხით და განსაკუთრებით ავიაციის კუთხით დიდი სატრანზიტო როლი გვიჭირავს და აქაც უნდა გამოვიყენოთ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადახრა და ევროპის, აზის და ამერიკის რეგონები სატრანზიტო დერეფნით დავაკავშიროთ.

ზოგადად საავიაციო ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია. დაახლოებით 200 მლრდ დოლარის გენერირებას ახდენს ყოველ წელს რაც ყოველწლიურად 2-3 %-ით გაიზრდება, რაც კარგი იქნება საავიაციო საწვავის მწარმოებელი ქვეყნებისთვის. საავიაციო საწვავის ბაზარი საკმაოდ კონსოლიდირებული ბაზარია და ყავს რამდენიმე მსხვილი მოთამაშე:, აცხადებს იგორ აფციაური.