ავიაკომპანიები საქართველოში ფრენების აღდგენის პერსპექტივებს ოპტიმისტურად აფასებენ, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ნათია თურნავა ამბობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისში საკუთარ ბაზასაც დააბრუნებს და ოპერირებას სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეუდგება. 

“ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები საქართველოში ფრენების აღდგენის პერსპექტივებს. ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა ეს არ მოხდება მყისიერად და მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს აძლევს საშუალებას მაგალითად Wizz Air-ს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე კვლავ აღადგინოს საქართველოში ბაზას. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ადრე მოგახსენეთ, ეს იყო გამოწვეული კოვიდპანდემიით და ბევრ ქვეყანაში მოუწია Wizz Air-ს ფრენების შეწყვეტა და ბაზების შემცირება. მაგრამ ახლა ხედავს რა პოზიტიურ ტრაექტორიას ეკონომიკის განვითარების აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა აქ აღდგება”, განაცხადა ნათია თურნავამ.