ავიაკომპანიების მიერ ათასობით ფრენის გაუქმებისა და გადადების გამო, მგზავრები იძულებულნი გახდნენ ბოლო წუთს შეეცვალათ მათი სამოგზაურო გეგმები.

ამ გადაწყვეტილების მიღება პერსონალის ნაკლებობის, ტექნიკური პრობლემების, ამინდის ცვლილებისა და მგზავრობაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი. აშშ-ის დეპარტამენტის მონაცემებით, საერთო ჯამში, აშშ-ის 17-მა ყველაზე მსხვილმა კომპანიამ იანვრისა და ივნისის თვეებში შიდა ოპერაციების 3%-ზე მეტი გააუქმა, გასული წლის იმავე პერიოდში კი ეს რიცხვი 1.58%-ს შეადგენდა.

DoT-ის მონაცემების თანახმად, წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ფრენა გააუქმა რეგიონულმა გადამზიდავმა, Republic Airways-მა, რომელიც ახორციელებს ისეთ სერვისებს როგორიცაა, American Eagle, Delta Connection, და United Express. მხოლოდ ივნისის თვეში კომპანიამ ოპერაციების 8.8% გააუქმა.

ბოლო მონაცემებთან შედარებით, 2021 წლის იანვრის თვიდან ამავე წლის ივნისის თვემდე პერიოდში, Republic Airways-მა ოპერაციების მხოლოდ 1.43% გააუქმა.

Republic Airways-ს გადაწყვეტილება არაერთმა ავიაკომპანიამ გაიზიარა, როგორებიცაა, JetBlue Airways, რომელმაც 2022 წლის პირველ ნახევარში ფრენების 5,39% გააუქმა, Mesa Airlines, რომელმაც გააუქმა 4,48%  და Allegiant Airlines, 4,43%-ის მაჩვენებლით.

DoT-ის მონაცემები ითვალისწინებს მხოლოდ იმ ფრენების გაუქმებას, რომლებიც დაგეგმილი გაფრენის თარიღიდან ერთი კვირის განმავლობაში გაუქმდა, და არა იმ ფრენებს, რომელთა გაუქმება ერთ კვირაზე ადრე მოხდა.

ქვემოთ მოცემულია 2022 წლის იანვრიდან ივნისამდე გაუქმებულ ფრენათა პროცენტული მაჩვენებელი:

Republic Airways  –  6.00%

JetBlue Airways  –  5.39%

Mesa Airways  –  4.48%

Allegiant Air  –  4.43%

PSA Airlines  –  4.13%

American Airlines  –  3.88%

Endeavor Air  –  3.84%

Spirit Airlines  –  3.76%

Alaska Airlines  –  3.33%

Frontier Airlines  –  3.21%

Envoy Air – 2.96%

Southwest Airlines  –  2.66%

United Airlines  –  2.36%

Delta Air Lines  –  2.20%

Horizon Air  –  1.98%

Hawaiian Airlines  –  0.97%

აშშ-ს ფრენათა თითქმის მეოთხედი 2022 წლის პირველ ნახევარში გვიან შედგა.

საერთო ჯამში, აშშ-ს მიერ განხორციელებული შიდა ფრენების 75,89% დაგეგმილ დროს ჩამოვიდა, ისინი კლასიფიცირებულია როგორც ფრენები, რომლებიც დაგეგმილი დროიდან 15 წუთის მონაკვეთში ჩამოვიდნენ.

2021 წლის ამავე პერიოდში, დროულად ჩამოსული ფრენების რაოდენობა 84,29%-ს შეადგენდა. DoT აფასებს ყველა ფრენას, რომლებიც გაუქმდა, გადამისამართდა ან დროულად არ ჩამოვიდა.

მონაცემების მიხედვით, Allegiant Air-ის ფრენების 38.37%, სავარაუდო შეფერხებების გამო მინიმუმ 15 წუთის დაგვიანებით ჩამოვიდა ან საერთოდ გაუქმდა ან გადამისამართდა. ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია ივნისის თვეში, როდესაც შიდა ფრენების მხოლოდ 59% ახერხებს დროულად ჩამოსვლას.

Allegiant Air-ის მსგავსად, 2022 წლის პირველ ნახევარში JetBlue Airways-ის ფრენათა მხოლოდ 62,08% ჩავიდა დროულად, ხოლო Frontier Airlines-ის ფრენების 64,50%.

ყველა ავიაკომპანიაში, დაგვიანება ყველაზე მეტად აღინიშნებოდა შუადღისა და საღამოს ფრენებში. მონაცემების მიხედვით, იმ ფრენების 80%, რომელთა აფრენა დაგეგმილი იყო დილის 6:00 საათიდან დილის 9:59 საათამდე დაგეგმილ დროს ჩამოვიდა, რაც 60%-ით ნაკლების იმ ფრენებზე, რომელთა აფრენის დროც დაგეგმილი იყო საღამოს 7:00 საათიდან საღამოს 10:59 საათამდე.

ზოგიერთ აეროპორტში ბევრად უფრო ხშირია ფრენების შეფერხება. აშშ-ს 30 უმსხვილესი აეროპორტიდან ჩიკაგოს აეროპორტმა (Chicago Midway International Airport) დროული გამგზავრების ყველაზე ბოლო ადგილი დაიკავა, მას მოჰყვა ასევე ნიუარკის აეროპორტი, (Newark Liberty International Airport) და ბალტიმორ/ვაშინგტონის აეროპორტი (Baltimore/Washingtone International Airport).

ქვემოთ მოცემულია თითოეული ავიაკომპანიის მიერ შესრულებული ფრენების პროცენტული მაჩვენებელი, რომლების 2022 წლის იანვრის თვიდან ივნისის თვის ჩათვლით ჩამოვიდნენ მათი დაგეგმილი ჩამოსვლის დროიდან 15 წუთის მონაკვეთში:

Allegiant Air  – 61.61%

JetBlue Airways  –  62.08%

Frontier Airlines  – 64.50%

Spirit Airlines  – 69.31%

Republic Airways –  73.15%

Southwest Airlines  –  73.87%

PSA Airlines  – 75.17%

American Airlines –  75.33%

Mesa Airlines  – 77.15%

Alaska Airlines  –  77.28%

United Airlines – 77.38%

Skywest Airlines  – 80.59%

Envoy Air  – 80.71%

Horizon Air  – 80.85%

Delta Air Lines  – 82.14%