საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პროგნოზით, მსოფლიო ავიაკომპანიები ფულადი სახსრების პოზიტიურ მაჩვენებლებს 2022 წლამდე ადრე ვერ დაუბრუნდებიან,
IАТА-ს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში ხარჯები 50%-ზე ცოტა მეტით შემცირდა, კომპანიებმა საქმიანობის შესანარჩუნებლად 51 მლრდ დოლარი დახარჯეს. იმავდროულად კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები თითქმის 80%-ით შემცირდა.
IАТА-ს მონაცემებით, წლის მეორე ნახევარში, ფულადი სახსრების უარყოფითი ნაკადის მოსალოდნელი კლება 77 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც თვეში 13 მლრდ დოლარის, ან წუთში 300,000 დოლარის ექვივალენტურია.
გარდა ამისა, ინდუსტრიაში ნელი აღდგენა ნიშნავს იმას, რომ კომპანიები მომავალ წელს თვეში საშუალოდ 5-6 მილიარდი დოლარის დახარჯვას განაგრძობენ, რის შედეგადაც 2021 წელს ფულადი სახსრების ნეგატიური მოძრაობა 60-70 მილიარდი დოლარი იქნება.
”ისტორიულად, ზაფხულის პიკის სეზონზე გამომუშავებული ფულადი სახსრების გენერირება ხელს უწყობს ავიაკომპანიების მუშაობას ზამთრის ნაკლებად დატვირთულ თვეებში. სამწუხაროდ, გაზაფხულსა და ზაფხულში უსაფრთხოების ბალიშის შექმნა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჟუნიაკმა.
IATA მთავრობებს მოუწოდებს, რომ ავიაკომპანიების მხარდაჭერა ზამთრის სეზონშიც გააგრძელონ.
მთავარი ავიაკომპანიები ავიაკომპანიები ფულადი სახსრების პოზიტიურ მაჩვენებლებს 2022 წლამდე ადრე ვერ დაუბრუნდებიან – IATA