ავიაკომპანიები ევროკავშირსა და აშშ-ს COVID-19-ზე მგზავრების ერთიანი ტესტირების სისტემის შექმნისკენ მოუწოდებენ, რათა კვლავ დაუშვან ტრანსატლანტიკური გადაადგილება. შესაბამისი წერილი უკვე გადაეგზავნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ პენსსა და ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარს ილვა იოჰანსონს.

აღნიშნულ ინიციატივას ეთანხმებიან და ხელს აწერენ ისეთი ავიაკომპანიები როგორებიცაა American Airlines-ი, United Airlines-ი, Lufthansa და ჰოლდინგი International Airlines Group-ი, რომლის შემადგენლობაშიც British Airways-ი და Iberia შედიან. 
“გლობალური ეკონომიკისა და ჩვენი ბიზნესის ეკონომიკური აღდგენისთვის, ასევე ტრანსატლანტიკური ფრენების მნიშვნელობის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ აშშ-სა და ევროპას შორის საჰაერო ფრენების აღდგენა აუცილებელია”, – აღნიშნულია წერილში. 
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მოქალაქეებისათვის და რეზიდენტებისთვის ევროკავშირის საზღვარი დაკეტილია, ისევე როგორც ევროკავშირის მოქალაქეებისათვის აშშ-ს საზღვარი – გამონაკლისი შემთხვევების გარდა.