ავიაკომპანიებმა COVID-19 ვაქცინების გადასატანად საკუთარი თვითმფრინავების მომზადება დაიწყეს. ვაქცინის გადასატანად -70°C-მდე ტემპერატურა აუცილებელია. COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ძლიერ ყინვას საჭიროებენ.
უკვე ცნობილია, რომ Pfizer-ის ვაქცინას შესანახად -70°C სჭირდება, ხოლო Moderna-ს ვაქცინას კი – 20°C გრადუსი.
ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, ინდუსტრიის მხოლოდ 15%-მა გამოთქვა მზადყოფნა -70°C-ზე პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის. Moderna Inc-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება კი ინდუსტრიის 60%-ს შეუძლია.
გადაზიდვები უმეტესწილად მშრალი ყინულის კონტეინერებით ხდება, თუმცა უმეტესობას COVID-19-ის ვაქცინისთვის საჭირო ტემპერატურის კონტროლი არ აქვს
ასევე, მშრალ ყინულს სერიოზული ნაკლი აქვს – მისი ორთქლი მისი ორთქლი თვითმფრინავის კაბინიდან ჰაერს განდევნის, ამიტომ ტრანსპორტირების მოცულობაზე მკაფიო შეზღუდვები არსებობს.
დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს ერთდროულად 1 ტონამდე მშრალი ყინულის ტრანსპორტირება შეუძლია.
ალტერნატივაა ელექტრო მაცივრები და თხევადი აზოტი. ამ უკანასკნელის გამოყენება კი ტემპერატურის -150°C-მდე მიღწევის საშუალებას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ Pfizer-მა თავადაც დაიწყო მუშაობა სატრანსპორტო ფორმატზე: კომპანიამ შექმნა ყუთები ტემპერატურის კონტროლითა და GPS-კონტროლით. Pfizer-მა საპილოტო ვაქცინები აშშ-ს 4 შტატში უკვე გაგზავნა.
მაცივრულ კონტეინერებზე მოთხოვნილების ზრდა უკვე მოხვდა მწარმოებლების: Cryoport Inc-სა და va-Q-tec-ის ყურადღების ქვეშ, რომლებმაც პროდუქციაზე ფასები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფაქტობრივად გააორმაგეს.
ცნობილია ისიც, რომ Air France-KLM-ი უახლოეს პერიოდში ულტრა დაბალ ტემპერატურაზე პროდუქციის სატესტო გადაზიდვას განახორციელებს, რათა თავიდან ბოლომდე მიწოდების ჯაჭვი შექმნას.