Wizz Air-ი, ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, ულოცავს თავის ქალ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს საერთაშორისო ქალთა დღეს. ავიაკომპანიისთვის მნიშვნელოვანია ინდუსტრიაში მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისება, ამისთვის ის აქტიურად მუშაობს ქალი თანამშრომლების ჩართულობაზე გაზრდაზე კომპანიის მთავარ საოპერაციო მიმართულებებში. Wizz Air-ის ქალი პილოტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, მაჩვენებელი 2014-2024 წლებში 3.1%-დან 5.4%-მდე გაიზარდა, რაც თანამედროვე გლობალური ავიაციის საუკეთესო მაჩვენებლებს უახლოვდება.
ეს პროგრესი არის შედეგი სპეციალურად ორიენტირებული პროგრამებისა და ინიციატივებისა, რომლებიც მიზნად ისახავს მეტი ქალის მოზიდვას მამაკაცებით დომინირებულ ავიაციის ინდუსტრიაში. კომპანია გეგმავს ქალთა წარმომადგენლობის კიდევ უფრო ზრდას – მიზანი 2030 წლისთვის მინიმუმ 7%-ის მიღწევაა. სწორედ ამ მიზანს ეხმიანება ისეთი ინიციატივა, როგორიცაა „She Can Fly“ პროგრამა, რომელიც ქალ კადეტებს ღირსეულ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს სთავაზობს. ამ პროგრამის გარდა, Wizz Air-ი ასევე ახორციელებს „Cabin Crew to Pilot“ ინიციატივას, რომელიც 2022 წელს დაიწყო და უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, რომელთა 11% ქალები არიან.
Wizz Air-ი მხარს უჭერს ქალების კარიერულ განვითარებასა და სთავაზობს მათ მოწინავე პოზიციებს კომპანიაში. კორპორატიული ლიდერობის მიმართულებით ქალთა წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო 2026 წლისთვის ავიაკომპანია გეგმავს მმართველ პოზიციებზე ქალთა რაოდენობის 40%-მდე გაზრდას – რაც უკვე რეალისტური მიზანია.
კომპანია ვალდებულია კიდევ უფრო გააძლიეროს ქალთა ლიდერობა ინდუსტრიაში. ქალთა წილი უმაღლეს მენეჯმენტში (CEO, დეპარტამენტების ხელმძღვანელები, დირექტორი ან მთავარი ოფიცერი) ბოლო ოცი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა, 2004-2024 წლებში 14.3%-დან 32.1%-მდე. ამავე წლებში, ქალთა წილი სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე გაიზარდა 20%-დან 42.5%-მდე.
ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორატიული და ESG ოფიცერი:
„ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ მრავალფეროვნების გზის გაკვალვას ავიაციაში. ჩვენი ძირითადი პროგრამა, რომელიც მომავალი ქალი პილოტებისთვისაა შექმნილი, „She Can Fly“, მხოლოდ ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ უკვე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა. 2024 წელს მსურველების (ქალი კადეტების) რაოდენობა სამჯერ გაიზარდა პროგრამის პირველ წელთან შედარებით. 2025 წლის ივლისში, „She Can Fly“-ის პირველი კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმოადგენენ უნგრეთს, სერბეთს, რუმინეთსა და პოლონეთს, დაამთავრებენ სწავლას და ჩვენთან აღნიშნავენ კარიერის პირველ ნაბიჯებს ინდუსტრიაში. ჩვენ გვჯერა, რომ ქალებს უფრო მეტი შესაძლებლობა სჭირდებათ ცხოვრებისეული და კარიერული განვითარებისთვის და ჩვენ სიამაყით ვთავაზობთ მათ ამ შესაძლებლობებს.“
Wizz Air-ი აღიარებს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობას და ამჟამად აძლიერებს ამ მიმართულებას კორპორატიულ სტრატეგიაშიც, რათა უზრუნველყოს მდგრადი და ინკლუზიური მომავალი ავიაციის ინდუსტრიაში.
მომავალი წლების განმავლობაში, Wizz Air-ი კონცენტრირებას მოახდენს ქალთა მონაწილეობაზე მამაკაცებით დომინირებულ სფეროებში, განსაკუთრებით ტექნიკურ პროფესიებში, როგორებიცაა თვითმფრინავის მართვა და ინჟინერია. სპეციალურად შემუშავებული მოსამზადებელი და მენტორობის პროგრამებით კომპანია გეგმავს ბარიერების მოშლასა და მეტი ქალის მოზიდვას ამ სფეროებში.

Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 230 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.