უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp-მა Telegram-ის მესენჯერში საკუთარი ბოტი გაუშვა. აღნიშნული სერვისით მგზავრებს საკუთარი რეისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლია.

SkyUp-ის ჩატ ბოტი ხელმისაწვდომია მისამართზე: https://t.me/SkyUpAero_bot

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ავიაბაზარზე SkyUp-მა ოპერირება რამდენიმე თვის უკან დაიწყო და „ლოუკოსტ“ სეგმენტში ოპერირებს.

სამომავლოდ ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს გეგმავს საქართველოს მიმართულებით, თუმცა SkyUp-მა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული რეისი უკვე განახორციელა.