უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა 2024 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, უკრაინის ფარგლებს გარეთ, 14,5 ათასზე მეტი ფრენა შეასრულა, რაც 38%-ით მეტია გასულ წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. მიმდინარე მაჩვენებლები კი წარმოადგენს ავიაკომპანიის ფრენების მოცულობის 90,2%-ს, რასაც  SkyUp Airlines-ი 2021 წელს ანუ ომამდე ასრულებდა.

SkyUp-ი ახლა ძირითადად ჩარტერულ ფრენებს ახორციელებს და თანხად სველი ლიზინგითაცგამოიმუშავებს.

ავიაკომპანიის ბიზნესში ამ სქემას უწოდებენ ACMI – Aircraft, Crew, Maintenance and Insurance, ანუ: თვითმფრინავი, ეკიპაჟი, ტექნიკური მომსახურება და დაზღვევა.

SkyUp Airlines-ის მგზავრთა ტრაფიკი 2023 წელთან შედარებით ასევე გაიზარდა 40%-ით და ოქტომბრისთვის 2,13 მილიონ მგზავრს მიაღწია. მიმდინარე მაჩვენებლები კი 2021 წლის მაჩვენებლების 82,8%-ია.

გარდა ამისა, SkyUp-მა ასევე მოახერხა პარტნიორული კონტრაქტების რაოდენობის 75%-ით გაზრდა.

„ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ტუროპერატორებთან რუმინეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან. კერძოდ, ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტები ისეთ მსხვილ ევროპულ ტუროპერატორებთან, როგორიცაა ETI და SGI“, – განმარტავენ SkyUp-ში.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მგზავრების რაოდენობის მიხედვით ათეულში შედის ფრენები ეგვიპტის, რუმინეთის, მოლდოვის, იტალიის, ბანგლადეშის, ისრაელის, თურქეთის, საბერძნეთისა და ესპანეთის მიმართულებით.

SkyUp თვლის, რომ 2024 წლის ფინანსური შედეგების გამოცხადება ჯერ ნაადრევია.

„წლის ფინანსურ შედეგებზე საუბარი ნაადრევია სატრანსპორტო მოცულობისა და მგზავრთნაკადის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ველოდებით დადებით ფინანსურ შედეგს მიმდინარე წლისთვის“, – პროგნოზირებენ კომპანიაში.

აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან SkyUp Airlines-მა, უკრაინაში საოპერაციო საქმიანობის შეჩერების მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტში 500 მილიონ გრანზე მეტი გადარიცხა.

SkyUp-ის თვითმფრინავმა პირველი ფრენა 2018 წლის 21 მაისს შეასრულა. კომპანიის დამფუძნებლები არიან Global Travel Holling LTD (დიდი ბრიტანეთი) – 48% და ACS-Ukraine LLC (უკრაინა) – 52%. SkyUp-ის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები არიან: ტატიანა ალბა, იური ალბა, ალექსანდრე ალბა.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, SkyUp-მა დაიწყო ბიზნესის ახალი ხაზის შემუშავება – ფრენების განხორციელება სხვა ავიაკომპანიებისთვის ACMI კონტრაქტით.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია უკვე თანამშრომლობდა შემდეგ კომპანიებთან: Tunisair, FlyOne, HiSky SRL, HiSky Europe SRL, Wizz Air Malta, Wizz Air Abu Dhabi, Corendon Dutch, Tailwind Airlines და FlyEgypt.

გარდა ამისა, SkyUp-მა დაიმკვიდრა თავი ევროკავშირის ბაზარზე და მიიღო ფრენის ნებართვა აშშ-ში, კანადასა და აზიაში. გასული წლიდან კომპანია ასევე ოფიციალურად იმყოფება ევროკავშირის ბაზარზე: მისმა მალტის „შვილობილმა“ კომპანიამ ფრენები მაისში დაიწყო.

2023 წლის ზაფხულში, სპეციალიზებულმა გამოცემამ ch-aviation შეიყვანა SkyUp Airlines ევროპის ცაში ACMI სერვისების ტოპ 20 უმსხვილესი პროვაიდერის სიაში. 18 მარტს ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა IATA-ს აუდიტი.

.