საბერძნეთის უმსხვილესი ავიახაზები SKY express მგზავრებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს — ისარგებლეთ 50%-მდე ფასდაკლებით საბერძნეთის 33 პოპულარული მიმართულებით.

ეს შეთავაზება მათთვისაა, ვისაც სურს, რომ ზაფხულის შვებულება აგვისტოში არ დასრულდეს და მოგზაურობა შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც გააგრძელოს.

აქციის ფარგლებში ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია 12 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო ფრენების განხორციელება — 2026 წლის 22 სექტემბრიდან 15 მარტამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედებს სპეციალური წესები და პირობები.