ბერძნულმა ავიაკომპანია Sky Express -მა ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულება დაიწყო. ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია-ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი-თეა ზაქარაძე, Sky Express – ის მფლობელი, – იუანის გრილოსი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი -ირაკლი ქაქაშაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონზე A321 neo ტიპის ბორტით შეასრულებს რეისებს. Sky Express – ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 22 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.