აზერბაიჯანულმა ავიაკომპანია Silk Way West-მა, რომელიც Silk Way Group-ის წევრია, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ორი ერთეული Airbus A350F თვითმფრინავის შესყიდვაზე, რომლის მიწოდება დაგეგმილია 2027-2028 წლებში. კონტრაქტი ასევე მოიცავს იგივე მოდელის, კიდევ ორი ​​თვითმფრინავის შეძენის ოფციას.

Airbus-მა A350F-ის სატვირთო ვერსია 2021 წელს დაანონსა. დღემდე ევროპულ ავიამშენებელ კონცერნს აქვს 6 მომხმარებლისგან 31 თვითმფრინავის შეკვეთა. როგორც უცხოური მედია წერს, Airbus A350F-ის პირველადი მომხმარებელი სალიზინგო კომპანია Air Lease Corporation-ია
ამჟამად Silk Way West-ის ფლოტი შედგება 12 სპეციალიზირებული სატვირთო Boeing 747-8F და 747-400F თვითმფრინავებისგან.