შვედურმა ავიაკომპანია Scandinavian Airlines-მა (SAS) განაცხადა, რომ ბაზრის პირობების გამო 10 კოპენჰაგენსა და შანხაის შორის ფრენებს წყვეტს. SAS-ი გახდა მორიგი ევროპული ავიაკომპანია, რომელიც ჩინეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს.
„ამჟამინდელი ბაზრის ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, შევაჩეროთ ფრენები შანხაიში. თუმცა, ჩინეთი რჩება SAS-ის მნიშვნელოვან ბაზრად და ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სიტუაციას, რათა დავინახოთ, იქნება თუ არა მომავალში ამ ბაზარზე ჩვენი ოპერირების აღდგენის შესაძლებლობა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილებით SAS შეუერთდა ევროპული ავიაკომპანიების მზარდ სიას, რომლებიც მსოფლიოში სიდიდით მეორე საჰაერო მოგზაურობის ბაზრიდან გამოდიან. ფინური Finnair Oyj ახლა რჩება ერთადერთი ჩრდილოეთ ევროპის ავიაკომპანია, რომელსაც აქვს პირდაპირი რეისები ჩინეთის მიმართულებით.
მანამდე ნიდერლანდების ავიაკომპანია KLM-მა მოუწოდა ევროკავშირს მიიღოს ზომები ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დასაპირისპირებლად, რომლებსაც, ევროპული ავიაკომპანიებისგან განსხვავებით, უფლება აქვთ იფრინონ რუსეთის საჰაერო სივრცეში.
ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით მარშრუტები ნაკლებად მიმზიდველი გახდა ევროპელი გადამზიდავებისთვის, რომლებიც 2022 წლიდან დაფრინავენ რუსეთის საჰაერო სივრცეში. ამან კი ჩინელ კონკურენტებს, რომლებმაც შეინარჩუნეს უფრო მეტი პირდაპირი ფრენის მარშრუტები რუსეთის თავზე, უპირატესობა მიანიჭა ღირებულებით და ჰაერში ნაკლები საათებით.