19 ივლისიდან, ირანული ავიაკომპანია “Iran Air”ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს. რეისები 20 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანიამ 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყო. თბილისის მიმართულებით ფრენებს “Iran Air” თეირანიდან ახორციელებს.
ახალ მიმართულებაზე რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას 2018 წლის 16 ივლისს მიენიჭა