2024 წლის 2 ნოემბერს ავიაკომპანია Geosky-ს სატვირთო საჰაერო ფლოტს ახალი ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის
სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატა.
საჰაერო ფლოტის ზრდის სტრატეგიული ნაბიჯი აფართოებს Geosky-ს შესაძლებლობას კიდევ უფრო განავითაროს და
ხელი შეუწყოს აზიიდან ევროპის მიმართულებით სატვირთო ფრენების შესრულებას საქართველოს გავლით.
აღნიშნული ფაქტი აძლიერებს ავიაკომპანიის შესაძლებლობებს გლობალური ვაჭრობის მხარდასაჭერად და ხელს
უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას.
საჰაერო ხომალდი ბოინგ 767-300ER(BCF) ავიაკომპანია Geosky-მ, საჰაერო ფლოტში მიიღო მშრალი იჯარით NAS
AIRCRAFT LEASING COMPANY LLC, წამყვანი ამერიკული თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიისგან რაც
წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Geosky-ის განვითარების გზაზე, მისი ოპერაციული შესაძლებლობების
გასაძლიერებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიის მხრიდან მიზნად ისახავს გააუმჯობესოს
ლოჯისტიკური ეფექტურობა, უზრუნველყოს საიმედო და სწრაფი მომსახურება მომხმარებლებისთვის
საერთაშორისო ბაზარზე.
საჰაერო ხომალდის Boeing 767-300ER(BCF)-ის დამატება ავიაკომპანიის ფლოტში, ნაყოფიერი მოლაპარაკებებისა და
ეფექტურად განხორციელებული სამუშაოების შედეგია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავიაკომპანია Geosky-ს საჰაერო
ფლოტს 2024 წლის განმავლობაში კიდევ ერთი ერთეული ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო
ხომალდი შეემატება. ღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს პროაქტიულ მიდგომას ფლოტისა და სერვისების
გაუმჯობესების მიმართ.
“მოხარულები ვართ მივესალმოთ ჩვენს საჰაერო ფლოტში Boeing 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო
ხომალდს, რომელსაც ავიაკომპანია Geosky გაუწევს ექსპლუატაციას.
მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ავიაკომპანიაში, Geosky-ს საჰაერო ფლოტს შეემატა ერთი ერთეული ბოინგ 767-
300ER(BCF) ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც წარმოადგენს ახალ ეტაპს Geosky-ს წარმატებულ საქმიანობაში.
აღნიშნული საჰაერო ხომალდი უკეთეს საშუალებას გვაძლევს მეტად ავითვისოთ საქართველოს სტრატეგიული
მდებარეობა და გაზრდილი ფლოტით გაუმჯობესებული სერვისი შევთავაზოთ პარტნიორებს აზიიდან ევროპის
მიმართულებით. ავიაკომპანია Geosky-ს გუნდის მხრიდან განხორციელებულმა სამუშაოებმა და ძალისხმევამ
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღნიშნული შესაძლებლობების განხორციელებაში. ავიაკომპანია 2024 წლის
განმავლობაში მიიღებს კიდევ ერთ ერთეულ ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდს.
ვაფასებთ პარტნიორების მხარდაჭერას და ნდობას ავიაკომპანია Geosky-ს მიმართ. დარწმუნებულნი ვართ, რომ
ავიაკომპანიის ფლოტის ზრდა მოიტანს მეტ შესაძლებლობებს და გააძლიერებს ჩვენს როლს გლობალურ
ლოჯისტიკურ ლანდშაფტში“, განაცახდა ავიაკომპანია Geosky-ს პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ.
Geosky მომხმარებელთა საჭიროებებზე და ოპერაციულ სრულყოფაზე ორიენტირებით, მუდმივად ზრდის ფლოტს და
სერვისებს გლობალური ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Geosky დაარსდა 2017 წელს, საქართველოში. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს
წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები.
ავიაკომპანიის ფლოტი წარმოდგენილია: 2 ერთეული ბოინგ 747-200-ის, 1 ერთეული 757-200-ის ტიპის, 1 ერთეული
767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებით და 2 ერთეული სამგზავრო საჰაერო ხომალდი ბოინგ 737-
ით.
Geosky დაარსების დღიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე სატვირთო
და სამგზავრო-საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მიმართულებით.
Geosky არის საქართველოში სატვირთო მიმართულებით დარგის ლიდერი ავიაკომპანია და ავიატორთა ერთ-ერთი
ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი.