ავიაკომპანია Geosky- ში 2022 წელს მიმდინარე რებრენდინგის პროცესი დასრულდა და 2023 წელს Geosky-ის ბრენდი, ახალი მაიდენტიფიცირებელი ნიშნით წარსდგება ფართო საზოგადოების წინაშე.
როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2017 წლიდან ავიაკომპანიამ გრძელი, საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული გზა განვლო.
„კომპანიის განვითარებამ და ახალმა ძვრებმა განაპირობა ახალი ვიზუალიზაციის საჭიროება, რის გამოც მოხდა ავიაკომპანიის რებრენდინგი.
ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს ,,ზენიტისკენ მიმავალი თვითმფრინავის კვალი”,- აღნიშნულია ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Geosky პირველი ქართული ავიაგადამზიდია, რომელიც საქართველოს გავლით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარულ სატვირთო საჰაერო რეისებს ასრულებს.